in

ბარსელონა ფინალშია: ისტორიაში 42-ედ – გუნდს ამაზე მეტს ვერ მოვთხოვ

„ბარსელონამ“ ესპანეთის თასის განმეორებით ნახევარფინალში „სევილიას“ 3:0 მოუგო (დამატებით დროში) და ფინალში გავიდა. არადა, პირველი თამაში ანდალუსიელებს 2:0 ჰქონდათ მოგებული.

„ბარსა“ სამეფო თასის ფინალში ბოლო 13 წელიწადში მე-10-ედ გავიდა.

ამასთან, ტურნირის ფინალში 42-ედ ითამაშებს, რაც რეკორდია.

რონალდ კუმანი:

„ბოლომდე ვიბრძოდით, ეს არაჩვეულებრივი იყო. ძალიან კმაყოფილი ვარ გუნდით. დავიმსახურეთ გამარჯვება.
გუნდი ძლიერია ფიზიკურად და მენტალურად. შესაძლოა ბრწყინვალე ფეხბურთი არ გვიჩვენებია, მაგრამ ბურთს ვფლობდით და მომენტებს ვქმნიდით.
ამ ტროფეიზე უარი არასოდეს გვითქვამს. ეს მენტალობის საკითხია.
გუნდს იმაზე მეტს ვეღარ მოვთხოვ, რაც ამ საღამოს ვნახე.
იმედია ფინალში მაყურებელი იქნება და ერთად ვიზეიმებთ“.

ბარსელონა – სევილია 3:0 (1:0, 1:0, 1:0)

1:0 – 12 დემბელე, 2:0 – 90 პიკე, 3:0 – 95 ბრაიტვაიტი

ბარსელონა: ტერ შტეგენი, ალბა, მინგესა (ფირპო, 78), ლანგლე, დეტი (გრიზმანი, 63), პედრი (ბრაიტვაიტი, 89), დე იონგი, დემბელე (ტრინკაუ, 89), ბუსკეტსი (მორიბა, 78), პიკე, მესი.

სევილია: ვაცლიკი, აკუნია (რეკიკი, 54), კუნდე, დიეგო კარლოსი, ოლივერ ტორესი (ოკამპოსი, 62), ვიდალი (ნავასი, 54), ფერნანდო, ჯორდანი (მუნირი, 105), სუსო (გომესი, 79), დე იონგი (რაკიტიჩი, 54), ენ-ნესირი.

გრიზმანმა ზედიზედ მესამედ დაიწყო მატჩი სათადარიგოთა სკამზე. 2014/15 წლბის სეზონის შემდეგ ასეთი რამ არ მომხდარა.

ბრაიტვაიტმა ბოლო 10 მატჩში პირველად გაიტანა.

დღეს მეორე ნახევარფინალში “ლევანტე” ბილბაოს “ატლეტიკს” უმასპინძლებს. პირველი მატჩი 1:1 დასრულდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვითარება ქართულ რაგბიში – ინტერვიუ მალხაზ ურჯუკაშვილთან

არაფერსაც არ აგიხსნით: მსაჯები VAR-ის გადაწყვეტილებას გულშემატკივრებს არ ეტყვიან