როდესაც მესის პსჟ-ში გადასვლის ამბავი გახდა ცნობილი, 2021/22 წლების სეზონის „ბარსელონას“ 10-ნომრიანი მაისურები დახლებიდან გაქრა. ახლა Nike-ის ამოცანაა – გადაწყვიტოს, რა უყოს მაისურებს დაბრუნების შემდეგ.
მესის წასვლა კლუბს უკვე დაეტყო. ორშაბათიდან მაღაზიებში მაისურების გაყიდვა უკვე 80%-ით შემცირდა. სხვადასხვა კვლევების თანახმად, „ბარსელონას“ 10-დან 8 გაყიდულ მაისურზე 10 ნიმერი და გვარი მესი ეწერა, რაც კატალონიურ კლუბს სეზონზე 20-დან 30 მილიონამდე შემოსავალს აძლევდა.
2021/22 წლების სეზონის „ბარსას“ მაისურები გაყიდვაში 16 ივნისიდან ჩაეშვა და ფანებს თითქმის ორი თვე ჰქონდათ მესის ახალი მაისურების საყიდლად. მაშინ ხომ ყველას ეგონა, რომ არგენტინელი კლუბში დარჩენოდა.
![](https://avoe.ge/wp-content/uploads/2022/10/messi_10-1024x1024.jpg)
„ბარსელონა“ იმედოვნებს, რომ ზარალს ნაწილობრივ მაინც დაფარავს მემფის დეპაის მაისურების გაყიდვით.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings