in ,

ბარსამ თავისი შანსით ისარგებლა: წელს გოლები ბავშვებს გააქვთ

„ბარსელონამ“ ლა ლიგის 26-ე ტურში სტუმრად „ოსასუნა“ დაამარცხა 2:0.

მეორე გოლი 18 წლის ნახევარმცველმა ილაიშ მორიბამ გაიტანა, რომელიც მეორე ტაიმში შეცვლაზე შევიდა.
საქმე ისაა, რომ „ბარსას“ 19 წელს მიუღწეველმა სამმა მოთამაშემ გაიტანა ამ სეზონში, ეს კი ტურნირის რეკორდია. „ბარსა“ ლა ლიგის ისტორიაში პირველი კლუბი გახდა, რომლის უწვერულმა ფეხბურთელებმა ეს მოახერხეს.
მორიბამდე გოლები გაიტანეს 18 წლის პედრიმ და ფატიმ. თანაც ორივე მათგანი გოლის გატანისას ჯერ კიდევ 17 წლისანი იყვნენ.

მორიბამ „ბარსას“ რიგებში გოლი 18 წლისა და 46 დღის ასაკში გაიტანა. ამაზე სწრაფად, ხსენებული პედრისა და ფატის გარდა, გაუტანიათ ბოიან კრკიჩს და ლეო მესის.

სხვათა შორის, ამ მატჩში ორივე საგოლე პასი მესის ანგარიშზეა.

არგენტინელმა 25 (19+6) ქულა მოაგროვა ლა ლიგის 24 შეხვედრაში.

„ბარსელონა“ კი ლა ლიგაში 16 მატჩია არ აგებს. 3 თვეში 13 მოგება და 3 ფრეა.

რონალდ კუმანი: „ბარსაში“ არ არის გამართლება იმით, რომ ახალგაზრდები თამაშობენ. ასე მოგება კიდევ უფრო სასიამოვნოა“.

ამ წუთისთვის „ბარსა“ 56 ქულით მე-2 ადგილზეა და ლიდერ „ატლეტიკოს“ 2 ქულით ჩამორჩება (თუმცა მადრიდელებს 2 თამაში აქვთ თადარიგში) და 3 ქულით უსწრებს „რეალს“ (ერთი თამაშით ნაკლები აქვს). მაგრამ ვითარება კატალონიელთა წისქვილზე ასხამს წყალს, რადგან ამ საღამოს სწორედ „ატლეტიკო“-„რეალის“ დერბია და იქ ქულებს ან ერთი დაკარგავს, ან მეორე და ანაც ორივენი ერთად.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იუვე მილანს მიუახლოვდა და ინტერს გასცქერის: რონალდო დაასვენეს

სამხრეთ ამერიკამ მუნდიალის შესარჩევები გადადო: ფეხბურთელები ვერ ჩადიან