in

ბართომეუ მაგარ შარშია

„ბარსას“ ნამმართველარი ხოსეფ მარია ბართომეუ ჯერ ძალით გადააყენეს ახლა კი ფინანსური დავა იწყება. მოკლედ, „ბარსელონამ“ ოთხ მოთამაშეს კონტრაქტები არალეგალურად გაუხანგრძლივა და ამის ანულირების მოთხოვნით დავა დაიწყო. საუბარია მარკ ანდრე ტერ შტეგენზე, ფრენკი დე იონგზე, ჟერარ პიკესა და კლემენ ლენგლეს კონტრაქტებზე.

საქმე იმაშია, რომ მოთამაშეები მოკლე პერსპექტივაში ხელფასის შემცირებას დათანხმდნენ, თუმცა შორეულ პერსპექტივაში მათი გასამრჯელო ასტრონომიულად გაიზარდა. მაგალითისათვის, დეიონგის ხელფასი წლიურად 29 მილიონი ევროა. ხსენებული გარიგებები ერთ-ერთი უკანასკნელი აქტივობა იყო ბართომეუსათვის, სანამ დაკავებული პოსტიდან არ მიაბრძანეს.

თავის მხრივ, ბართომეუ თვლის, რომ პროცესში იურისტთა ჩართვისა და ლა ლიგისაგან მწვანე შუქის ანთების შემდეგ მსგავს თემაზე საუბარი უადგილოა და რომ პროცესში არანაირი დარღვევა არ ყოფილა. პრინციპში, მის საუბარში ლოგიკა ჩანს, თუმცა სხვაგვარია „ბარსას“ ამჟამინდელი ხელმძღვანელობის პოზიცია და სამართლებრივი დავაც დაიწყო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ოფიციალურად: სილესენი ნაიმეგენის ფეხბურთელია

დღეს ჰალი თამაშობს!