in ,

ახლა მეც მომიგვარე: ბებერმა ქალმა ვალების გასტუმრება დაიწყო – XV ტური

იტალიაში ტური შუა კვირაში გაიმართა და რამდენიმე დღეზე გადანაწილდა. რაიმე გამორჩეული წყვილი არ ყოფილა, ლიდერებს თავისი უპირატესობის დამტკიცება სხვა გუნდებთან უწევდათ და ყველამ წარმატებით ჩააბარა, „ნაპოლის“ გარდა. ნეაპოლელები მეორე ტაიმში 2 ბურთით იგებდნენ, მაგრამ გამარჯვება ხელიდან გაუშვეს, მეტიც, „სასუოლოს“ 93-ეზე გოლი არ ჩაუთვალეს.

This image has an empty alt attribute; its file name is Fabian-Ruiz-goal-1024x685.jpg

პირიქით, კარგი იყო „მილანი“, რომელსაც 3 მატჩი ვერ მოეგო და აქედან ბოლო 2 წაგებული ჰქონდა. „მილანელებმა“ თავისი ყოფილი ვარსკვლავის შევჩენკოს „ჯენოა“ ულაპარაკოდ დაამარცხეს. ისევ გაიტანა იბრაჰიმოვიჩმა.

სხვათა შორის, გუნდის მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ ახალი კონტრაქტი გააფორმა: „მარტო ზლატანმა მომილოცა ახალი კონტრაქტი. დაწერა: „ახლა ჩემიც მოაგვარეთ“ – თქვა მწვრთნელმა და კომენტარი ამ საკითხზე თავად იბრამაც გააკეთა: „რადგან პიოლიმ გააგრძელა, მეც გავაგრძელებ“.

პირველ ადგილზე ისევ „ნაპოლია“ (36 ქულა), 1 ქაულით ჩამორჩება „მილანი“ და უკვე იქვეა „ინტერი“ (34), რომელსაც საუცხოო პერიოდი აქვს, ისევე როგორც „ატალანტას“, რომელიც ყველას ამარცხებს და ზედიზედ მეოთხედ მოიგო. პაშალიჩმა სამჯერ გაიტანა.

საინტერესო ამბები მოხდა რომში, “ლაციოსა” და “უდინეზეს” შეხვედრა იშვიათი ანგარიშით დასრულდა – 4:4. ეს პირველი ასეთი ფრეა სერია ა-ში 9 წლის განმავლობაში. რაც შეეხება მატჩს, არბიტრმა მეორე ტაიმში ჯერ “ლაციოს” გაუგდო კაცი, მერე “უდინეზეს” და დამატებულ მე-10-წუთზე (!) კიდევ ერთი გააგდო სტუმართა მხრიდან. “უდინეზემ” კი ანგარიში 99-ე წუთზე გაათანაბრა.

სპალეტი: „ნაპოლი“ ვერ გაუმკლავდა ბოლოსკენ „სასუოლოს“ შეწოლას“.

„ინტერმა“ ზედიზედ მეოთხედ მოიგო, გუნდი უკვე 10 მატჩია არ აგებს.

ინძაგი 6-დან 5 მოგებაზე: „უნდა გავაგრძელოთ, „მილანი“ და „ნაპოლი“ სვლას არ უკლებენ“.

იბრაჰიმოვიჩმა პიოლის რეკორდი გაიმეორა, 38 წლის ასაკის შემდეგ სერია ა-ში 31 გოლი გაიტანა.

იბრაჰიმოვიჩმა „ჯენოას“ ჯარიმიდან გაუტანა . 40 წლის ფორვარდს 6 გოლი აქვს ჩემპიონატის 9 მატჩში.

„რომას“ 8 მოგება, 1 ფრე და 6 წაგება დაუგროვდა მოურინიოს ხელში.

ვლაჰოვიჩი სერია ა-ს ისტორიაში მე-4 ლეგიონერია, რომელმაც ერთ წელიწადში 29 გოლი გაიტანა.

„ატალანტა“ არ აგებს 9 მატჩია – 5 მოგება და 4 ფრე.

შევჩენკოს „ჯენოას“ 2 წაგება და 1 ფრე აქვს, ბურთების სხვაობა – 0:5.

„იუვენტუსმა“ ზედიზედ 2 მატჩი მოიგო სტუმრად მშრალად პირველად 2019 წლის თებერვლის შემდეგ“.

დიბალამ სერია ა-ში 24 გოლი გაიტანა საჯარიმოს გარედან – 2014/15 წლების სეზონის შემდეგ ყველაზე მეტი.

მორატამ სერია ა-ში პირველად გაიტანა 10 მატჩში.

ალეგრი: “ვალების დაბრუნების დროა. „იუვენტუსმა“ ძალიან ბევრი ქულა დაკარგა“.

სერია ა – XV ტური

ფიორენტინა – სამპდორია 3:1
ატალანტა – ვენეცია 4:0
ვერონა – კალიარი 0:0
სალერნიტანა – იუვენტუსი 0:2
ბოლონია – რომა 1:0
ინტერი – სპეცია 2:0
ჯენოა – მილანი 0:3
სასუოლო – ნაპოლი 2:2
ტორინო – ემპოლი 2:2
ლაციო – უდინეზე 4:4

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო ფიბა-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომას უმასპინძლებს

ლაშა ხმალაძე: შევეცდებით სტადიონზე მოსულ გულშემატკივარს ლამაზი რაგბი ვაჩვენოთ