უბედური შემთხვევა მოხდა გუშინ, უნივერსიტეტის ქუჩაზე მშენებარე ახალ სპორტის სასახლეში. დარბაზის შიდა სამუშაობის შესრულებისას ამწის კალათა მოწყდა.
დაღუპული 27 წლის ჯაბა ქადამაძეა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც მშენებლობისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
შეგახსენებთ, 10 000 მაყურებელზე გათვლილი დარბაზის მშენებლობის დასრულება 15 მაისისთვისაა დაგეგმილი და დარბაზიის გახსნა 4 ივლისს საქართველო-ესპანეთის მატჩზე იგეგმება. 1-18 სექტემბრამდე კი, ევრობასკეტის A ჯგუფის მატჩებს უნდა უმასპინძლოს.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings