in ,

კვარაცხელია საქართველოში ერთობა და მზადაა დიდი ტრანსფერისთვის – ნაპოლის გულშემატკივრები სოციალურ ქსელში

ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლიში” ჯერ არ გადასულა და ნეაპოლელ გულშემატკივრებს თავი უკვე შეაყვარა. ქართველი შემტევი, რომელიც დროებით ბათუმის “დინამოს” ღირსებას იცავს, იტალიელი გულშემატკივრების მთავარი ინტერესის საგანია.

კვარაცხელიამ ეროვნული ლიგის მიმართ ინტერესი იტალიაშიც კი გაზარდა. “ნაპოლის” ფანების გვერდი და გულშემატკივრები “სამგურალთან” მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას ეფექტური თამაშის ვიდეოს აზიარებს და ასეთი წარწერები ქვს:

“კვარაცხელია საქართველოში მხიარულობს და დიდი ტრანსფერისთვის ემზადება”.

“ხვიჩა კვარაცხელიას უყვარს მოწინააღმდეგესთან ეფექტური თამაში და ფინტები”.

მოგეხსენებათ, იტალიურ მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, კვარაცხელიასა და იტალიურ კლუბს შორის ყველაფერი მოგვარებულია და ივლისში ლუჩიანო სპალეტის გუნდი ქართველს ოფიციალურად გაიფორმებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ახალი დარბაზის მშენებლობისას 27 წლის მუშა დაიღუპა

ცეცხლი და ომი მადრიდში: სიტი მადრიდში ისევ დაბრუნდება, ლივერპული თასის მეფეს შეხვდება