in ,

აჩი არველაძე: ხვიჩა დიდ გუნდში თუ წავა ეს გარდამტეხი იქნება და მას სხვებიც მიყვებიან

საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა აჩი არველაზემ სპორტულ პოდკასტში სტუმრობისას ქართული ფეხბურთის გამოწვევებზე ისაუბრა. ვეტერან ქართველ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას შესახეაბც კითხეს. აჩი მიიჩნევს, რომ ხვიჩა ევროპაში აუცილებლად წავა და ეს გარდამტეხი იქნება და ის მისი თაობის ფეხბურთელებს ევროპაში გზას უფრო გაუკვალავს.

“ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ხვიჩა კვარაცხელია დიდ გუნდში ითამაშებს. ჩემი სურვილია ის პერიოდი განმეორდეს, როცა ჩვენი თაობის რამდენიმე ფეხბურთელმა გარდატეხა შეიტანა. ერთი პერიოდი ჩვენ გარდავტეხეთ, რომ ქართველი ფეხბურთელები მიდიოდნენ დიდ კლუბებში და ეს სწორედ ხვიჩამ უნდა დააბრუნოს. კარგი იქნება, თუ წავა დიდ გუნდში და გაიყიდება დიდ თანხად, ჯაჭვური ეფექტით მას სხვა მოთამაშეებიც მიყვებიან”-თქვა აჩი არველაძემ

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია ამ ეტაპზე ყაზანის “რუბინის” ღირსებას იცავს და მისი სატრანსფერო ღირებულება 18 მლნ ევროა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

რევაზ ჩომახიძე: იადრანთან თამაში აუცილებლად მოსაგებია

გუნდურ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია