in

არგენტინა-ნიდერლანდების მატჩის დროს ჟურნალისტი გარდაიცვალა

ამერიკელი ჟურნალისტი მუნდიალზე გარდაიცვალა.

გრანტ უოლი ნიდერლანდებისა და არგენტინის ¼ ფინალური მატჩის დროს შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

ის CBS Sports-ზე მუშაობდა და მისი დაწერილია წიგნი დევიდ ბექჰემზე, ასევე ცნობილი იყო Sports Illustrated-სა და Fox Sports-ზე მუშაობით.

უოლის ბოლო ტვიტი იყო ნიდერლანდების ნაკრების გათამაშებული ჯარიმა, როდესაც მეორე ტაიმის წამატებულ დროში ანგარიში გათანაბრდა.

შემდეგ გრანტს სტადიონის პრეს-ცენტრში სტრესზე რეაქცია მისცა (როგორც მისმა აგენტმა თქვა), ხოლო ადგილზე მისულმა ექიმებმა 48 წლის მამაკაცის რეანიმირება ვერ შეძლეს. ჟურნალისტი უახლოეს საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ გადარჩენა ვერ მოახერხეს.

აღსანიშნავია, რომ ხუთშაბათს უოლმა დაწერა, რომ ბრონქიტით დაავადდა და ადგილობრივ ექიმებს რამდენჯერმე მიმართა. მისმა აგენტმა აცნობა, რომ მას ტურნირზე „აგრესიული“ გრაფიკი ჰქონდა.

აშშ-ს ფეხბურთის ფედერაციამ მწუხარება გამოთქვა გრანტ უოლის გარდაცვალების გამო.

უოლი აშშ-სა და უელსის მატჩის წინ სტადიონზე დააკავეს ცისარტყელას ფერების სიმბოლიკის გამო, მას ტელეფონი წაართვეს და მაისურის გახდა მოსთხოვეს, თუმცა მერე მოუბოდიშეს და თამაშზე შეუშვეს.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ფოტო: კარგად გალებო – ინგლისელებმა პარიზში ფრანგები დატროლეს

არგენტინაზე, მესის რეკორდებზე… აჩვენა, რომ ყველა დროის საუკეთესოა