in

არგენტინაზე, მესის რეკორდებზე… აჩვენა, რომ ყველა დროის საუკეთესოა

ნიდერლანდებისა და არგენტინის ¼ ფინალური მატჩი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გამოვიდა. მესის დაუვიწყარი და საუკუნის პასი, ბოლო წამებზე გათანაბრებული ანგარიში, აურაცხელი ყვითელი ბარათები, არაერთი ჩხუბი, ემოციები და რა თქმა უნდა მესი და მისი რეკორდები…
საინტერესო ფაქტები მატჩის შესახებ.

არგენტინა-ნიდერლანდების მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი დაასახელეს. მას გოლი და საგოლე პასი (თან როგორი) აქვს.

ნიდერლანდებმა პირველად წააგეს ვან გალის დაბრუნების შემდეგ. აქამდე იყო 14 მოგება და 5 ფრე.

ვან გალს მუნდიალზე 12 მატჩი არ წაუგია (ძირითად დროში). ნიდერლანდელები ორჯერ დამარცხდნენ არგეტინასთან პენალტებით – 2014 და 2022-ში.

ვეგორსტის გოლი 101-ე წუთზე – ყველაზე გვიანი გოლია მსოფლიო პირველობის პლეი-ოფებში (ექსტრა ტაიმების ჩაუთვლელად).

ვან გალი: „ნიდერლანდები მთელი წელი ვარჯიშობდა პენალტებში, მაგრამ მაინც ჩავისვარეთ“.

ვან დაიკი: „ვვარჯიშობდით პენალტებში. მაგრამ არ შეიძლება შენს წინააღმდეგ განწყობილი სტადიონის მოდულირება“.

არბიტრმა მატეუ ლაოსმა 15 ბარათი აჩვენა. ეს მსოფლიო ჩემპიონატების რეკორდია.

არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატებზე 6-დან 5-ჯერ მოიგო პენალტების სერიაში – ყველაზე მეტჯერ.

არგენტინა მეორედ გავიდა მუნდიალის ½ ფინალში 21-ე საუკუნეში. 2014 წელს არგენტინელებმა ფინალი წააგეს.

ემილიანო მარტინესი: „ჩვენ გვაქვს კვერცხები და ვნება. ჩვენ ეს გავაკეთეთ 45 მილიონი ადამიანისთვის“.

მესიმ მსოფლიო ჩემპიონატზე მე-10 გოლი გაიტანა და ბატისტუტას დაეწია. კლოზეს რეკორდამდე 6 გოლია.

მესიმ 17 (10+7) ქულა დააგროვა „გოლი+პასის“ სისტემით მუნდიალზე. ეს საუკეთესო შედეგია 2006 წლის შემდეგ.

მესიმ წლევანდელ მუნდიალზე 6 (4+2) ქულა დააგროვა 5 მატჩში.

მესი მე-2 ადგილზე გადავიდა გამომუშავებული ჯარიმების მხრივ – 65. ყველაზე ხშირად მარადონაზე ჯარიმდებოდნენ – 152-ჯერ.

მესიმ მსოფლიო ჩემპიონატების პლეი-ოფებში მე-5 ასისტი გააკეთა და პელეს რეკორდი გააუმჯობესა.

მესიმ 24-ე მატჩი ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატზე. მატეუსის რეკორდამდე 1 თამაშიღაა. ლეო ნებისმიერ შემთხვევაში გააუმჯობესებს, რადგან ელოდება ნახევარფინალი და შემდეგ ან ფინალი და მატჩი მე-3 ადგილისთვის.

სკალონი: „აჩვენა, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელია“.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არგენტინა-ნიდერლანდების მატჩის დროს ჟურნალისტი გარდაიცვალა

ვიდეო: ხვიჩას გოლი 2022 წლის 100 საუკეთესო გოლშია