in

ვიდეო: ხვიჩას გოლი 2022 წლის 100 საუკეთესო გოლშია

ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ერთხელ გამოარჩიეს.
Calcio Show-მ 2022 წელი, უფრო სწორედ წლის გოლები შეაჯამა და 100 საუკეთესო გოლი გამოავლინა. ამ სიაში ბუნებრივია უამრავი ცნობილი ფეხბურთელი და ბევრი სუპერვარსკვლავია (მესი, რონალდო, მბაპე, ჰოლანდი, მოდრიჩი, დე ბრუინი და ა.შ.), არიან შედარებით უცნობებიც, მაგრამ ჩვენთვის სასიხარულოა, რომ გამოარჩიეს ქართველი ფეხბურთელიც. ხვიჩას იტალიის ჩემპიონატში, „მონცას“ კარში საჯარიმოს გარედან გატანილი გოლი დაუფასეს (ვიდეოში დაახლოებით 3.53 წუთზე). აღსანიშნავია, რომ ვიდეოში მოხვდა ჯერ კიდევ ყატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი გოლები.

კვარაცხელიამ ამ სეზონში „ნაპოლის“ მაისურით 17 მატჩი ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე პასი გააკეთა. გეხსომებათ, „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატს დამაჯერებლად ლიდერობს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე, 1/8 ფინალში გერმანულ „აინტრახტს“ შეხვდება.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

არგენტინაზე, მესის რეკორდებზე… აჩვენა, რომ ყველა დროის საუკეთესოა

ამას ვერ დავემალები: საფრანგეთი ბოლო დროის ისტორიას აყირავებს – ფაქტები და კომენტარები