in

ანჩელოტი გამოგონებას შეეშვა და რეალმაც მოიგო – IX ტური

ლა ლიგაში ელ კლასიკო იყო და შესაბამისად ყველა სხვა შეხვედრა უკან იწევს. წელს “ბარსა” ბევრად უკეთესია, ვიდრე მესი წასვლის შემდეგ, თან გავიხსენოთ, რომ კატალონიელებმა გასულ სეზონში “რეალი” მადრიდში გაანადგურეს და შესაბამისად საინტერესო მატჩს ელოდნენ. ცუდი თამაში ნამდვილად არ ყოფილა, თუმცა არც საუკეთესო კლასიკო ყოფილა. გოლები გავიდა, “ბარსამ” ბოლოს ცოტა სიტუაციაც დაძაბა, მაგრამ საერთო ჯამში “რეალმა” მაინც დამსახურებულად და განსაკუთრებული ნერვების გარეშე მოიგო და მეტოქეს 3 ქულით გადაასწრო. “ბარსამ” კი პირველად წააგო.
პირველ ტაიმში გოლები ბენზემამ და ვალვერდემ გაიტანეს. მატჩის მიწურულს, 83-ე წუთზე ფერან ტორესმა ერთი გაქვითვა, მაგრამ სულ ბოლოს მსაჯს თამაშის გაჩერება, ეპიზოდის გადამოწმება მოუხდა და როდრიგომ პენალტიდან დააფიქსირა საბოლოო შედეგი.

ბენზემა ლა ლიგის ისტორიაში გოლების რაოდენობით მე-7 ადგილზე გადავიდა – 223. რეკორდი მესის ეკუთვნის – 472.

ბენზემამ მე-12 გოლი გაუტანა „ბარსას“ და მე-8 ადგილს იყოფს კლასიკოს ბომბარდირებში. ლიდერია მესია – 26 გოლი.

აზარს ერთი წუთით არ უთამაშია 8 კლასიკოში, რაც “რეალში” გადავიდა 2019 წელს.

ანჩელოტი: „გასულ სეზონში ცოტა რაღაცეები მოვიგონე. ამ ჯერზე შევეცადე მოთამაშეები თავის ადგილზე დამეყენებინა“.

ჩავიმ და “ბარსას” 10-მა ფეხბურთელმა “მარკასგან” ერთი ვარსკვლავი მიიღეს, ლევანდოვსკი – შეფასების გარეშეა.

ჩავის 28 მოგება აქვს 50 მატჩიდან, რაც „ბარსას“ მწვრთნელია – ეს უარესი შედეგია რაიკარდის დროიდან.

ჩავიმ 3-დან 2 კლასიკო წააგო.

ჩავი: „ბარსელონა“ დომინირებდა, თუმცა საუკეთესო მატჩი არ უთამაშია. ისე არ ხდება ხოლმე, როგორც საჭიროა“.

„რეალმა” “ბარსას“ 3 გოლი გაუტანა. არადა აქამდე კატალონიელებს ჩემპიონატში სულ 1 გოლი ჰქონდათ გაშვებული.

კავანი – მე-5 სამხრეთამერიკელია, რომელმაც 21-ე საუკუნეში 5 ტოპ ლიგიდან 4-ში გაიტანა. აქამდე ეს გაუკეთებიათ სანჩესს, ხამესს, კოუტინიოსა და დი მარიას.

დიეგო სიმეონე: „გუნდში უკვე 11 წელია ვარ და ჯერ კიდევ შთაგონებული ვარ აქ მუშაობით“.

ლა ლიგა – IX ტური

რაიო ვალეკანო – ხეტაფე 0:0
ჟირონა – კადისი 1:1
ვალენსია – ელჩე 2:2
მალიორკა – სევილია 0:1
ბილბაო – ატლეტიკო 0:1
სელტა – სოსიედადი 1:2
რეალი – ბარსელონა 3:1
ესპანიოლი – ვალიადოლიდი 1:0
ბეტისი – ალმერია 3:1

ორშაბათი, 17 ოქტომბერი
ვილიარეალი – ოსასუნა

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვიდეო: ლოჩოშვილმა საგოლე პასი ჩაიწერა, კრემონეზემ ქულა აიღო

ლივერპულმა სიტის ამოსცხო – XI ტური