in

ლივერპულმა სიტის ამოსცხო – XI ტური

სალაჰი „ლივერპულის“ ბომბარდირებში მე-2 ადგილზეა პრემიერლიგაში. მან ჯერარდს გაასწრო. ფოულერამდე 7 გოლი რჩება.

ჰოლანდმა შეწყვიტა 10-მატჩიანი საგოლე სერია. მან პირველად ვერ გაიტანა „სიტიში“ 13 აგვისტოს შემდეგ.

კლოპმა გვარდიოლას 12-ჯერ აჯობა – ყველაზე მეტჯერ. პეპს 9 გამარჯვება აქვს იურგენზე.

„ლივერპულმა“ ზედიზედ 3 თამაში მოუგო „სიტის“. „ქალაქელები“ 5 მატჩია ვერ უგებენ „წითლებს“.

ალისონმა წლის განმავლობაში მე-2 საგოლე პასი მისცა.

„ჩელსიმ“ მოიგო ზედიზედ 5 მატჩი საერთო ანგარიშით 12:1. პოტერის ხელში ლონდონელები არ აგებენ.

პოტერი: „ჩელსის“ წვალება მოუწია. კეპამ მსოფლიო დონის თამაში აჩვენა“.

ტენ ჰაგი: „მანჩესტერმა“ დაიმსახურა მოგება. ჩვენ მიგვყავდა თამაში და უნდა გაგვეტანა“.

კრიშტიანო პირველად იყო სასტარტოში ბოლო 2 თვის განმავლობაში. მანამდე პორტუგალიელი 6 თამაში თადარიგში იწყებდა.

კრიშტიანომ 1 გოლი გაიტანა პრემიერლიგის 8 შეხვედრაში. „ნიუკასლთან“ რონალდოს ანგარიშზეა 1 არაზუსტი დარტყმა, 58% პასების სიზუსტე და გოლი ოფსაიდიდან.

„ტოტენჰემს“ 23 ქულა აქვს 10 მატჩში – ეს კლუბის საუკეთესო შედეგია 1963 წლის შემდეგ.

„არსენალმა“ სეზონში 13-დან 12 მატჩი მოიგო და ლიდერობა შეინარჩუნა.

არტეტა: „ბოლოს ჩვენი ამოცანა გაძლება იყო. სერიოზული პრობლემები გვქონდა“.

„ლიდსი“-„არსენალი“ ტექნიკური პრობლემების და ელექტროენერგიის გათიშვიუს გამო შეყოვნდა. პაუზა დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდა.

პრემიერლიგა – XI ტური

ბრენტფორდი – ბრაიტონი 2:0
ლესტერი – კრისტალ პალასი 0:0
ვულვერჰემპტონი – ნოტინჰემი 1:0
ფულჰემი – ბორნმუთი 2:2
ტოტენჰემი – ევერტონი 2:0
ასტონ ვილა – ჩელსი 0:2
ლიდსი – არსენალი 0:1
საუთჰემპტონი – ვესტ ჰემი 1:1
მანჩესტერი – ნიუკასლი 0:0
ლივერპული – სიტი 1:0

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ანჩელოტი გამოგონებას შეეშვა და რეალმაც მოიგო – IX ტური

ლივერპული დაბრუნდა? – ენფილდური მაგია და პეპის სიტი დაჩოქებულია!