in

ამ უსამართლობას არ შევეგუებით: რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებზე დაპირისპირებაა

დღეს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებია, რომელიც ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. მიზეზი რაგბის პრეზიდენტობის კანდიდატის სოსო ტყემალაძის მისვლა გახდა. ადგილზე შეკრებილები ტყემალაძესთან მიახლოებას ცდილობდნენ, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

Posted by Sport4me on Wednesday, March 10, 2021

გასული წლის 30 დეკემბერს ჩატარებულ არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, მაგრამ საჯარო რეესტრმა ის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა.

სოსო ტყემალაძე პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია.

რაგბიში კალაძე და მერია ერთვებიან?! ჩხუბი, ბრალდებები და ისევ ჩაშლილი არჩევნები

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამ არჩევნებს არალეგიტიმურად აფასებენ და მიიჩნევენ რომ პრეზიდენტი უკვე არჩეულია და ის ირაკლი აბუსერიძეა.

Exclusive: აქამდე ჩვენი ძალისხმევით მოვედით და ახლაც სხვების ჩარევის გარეშე გადავწყვეტთ საკუთარ მომავალს – გიორგი შკინინი

„რაგბი მონობაში არ ყოფილა. ამ ადამიანებს ღირსება გააჩნია და ამ ღირსებას ულახავ, ამის უფლებას არ მივცემ“, – ამის შესახებ ირაკლი აბუსერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, რაც დღეს რაგბის პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებით ხდება, ეს არის სამარცხვინო:

„ყველაზე სამარცხვინო არის ის, რომ 16-17 წლის ბავშვები ჰყავთ მოყვანილი, რაც მიუღებელია. რაიმე  რომ მოხდეს, რას ეუბნებით მათ მშობლებს. მე მყავს გულშემატკივრები, რომლებსაც წუხილი აქვთ, რომ რაგბის პრეზიდენტი ასეთი ბინძური ხელებით არ უნდა მოდიოდეს. როგორც არ უნდა მოვიდეს, ვერ გააგრძელებს, ამის პირობას ვაძლევ. ჩვენ ამ უსამართლობას არ შევეგუებით“, – განაცხადა აბუსერიძემ. 

7 თვის ბავშვს მკურნალობის დაფინანსება შეუწყვიტეს, რადგან მამამისი აბუსერიძეს უჭერდა მხარს: სიმონ მაისურაძე

სარაგბო კლუბი „ლოკომოტივი“ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატს, იოსებ ტყემალაძეს თანადგომას უცხადებს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ, დღევანდელი ყრილობის მშვიდობიანად ჩატარებას და თანადგომას ვუცხადებთ წარმოდგენილ ერთადერთ კანდიდატს, იოსებ ტყემალაძეს. მიგვაჩნია, რომ მოცემულ სიტუაციაში ამ ადამიანს შეუძლია განმუხტოს არსებული დაძაბულობა, გააერთიანოს რაგბის ოჯახი და უზრუნველყოს ქართული რაგბის განვითარება. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს რაგბის კავშირში შემავალ სხვა კლუბებსაც მხარი დაუჭირონ აღნიშნულ კანდიდატს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სოსო ტყემალაძე: ივანიშვილი ჩემამდეც იყო და მერეც იქნება – სჯობს ჩემს გეგმას გაეცნონ (ექსკლუზივი)

შინაგან საქმეთა სამინისტრო რაგბის კავშირის პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყება არჩევნებში მონაწილე პირებს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებდა. მათივე ცნობით, შსს სამართლადარღვევის ყველა ფაქტზე დაუყოვნებლივ რეაგირებას მოახდენს.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0