in

ამას ქვია დამშვიდობება: აგუერომ სიტის თანამშრომლებს საათები აჩუქა და თავისი Range Rover-იც გაათამაშა

სერხიო აგუერომ „ბარსელონაში“ გადასვლის წინ გადაწყვიტა, რომ „მანჩესტერ სიტის“ თანამშრომლებისთვის საჩუქრები გაეკეთებინა.

ინგლისური კლუბის 60-ზე მეტმა თანამშრომელმა – მთელმა პერსონალმა არგენტინელისგან საჩუქრად Hublot–ის ან Tag Heuer–ის ბრენდის საათები მიიღო. ამ საათების ღირებულება კი მინიმუმ 1000 ფუნტი სტერლინგია.
აღსანიშნავია, რომ საათებზე წარწერაც იყო დატანილი Gracias! Kun Aguero (მადლობა, აგუერო).

გარდა ამისა, მადლიერმა ფეხბურთელმა ლატარიაც მოაწყო, რათა თანამშრომლებს შორის საკუთარი ყველგანმავალი Range Rover Evoque გაეთამაშებინა. ავტომობილი გუნდის ეკიპირებით დაკავებულმა ერთ-ერთმა ადამიანმა მოიგო.

აგუერომ ასევე სოლიდური თანხა გადარიცხა ფონდში, რომელიც კლუბის პერსონალის დასახმარებლადაა განკუთვნილი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მანჩინიმ მანჩინი გაწირა: იტალიის ნაკრების საბოლოო განაცხადი

შერმადინის მორიგი MVP და გამარჯვება ბურგოსთან