in ,

მანჩინიმ მანჩინი გაწირა: იტალიის ნაკრების საბოლოო განაცხადი

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ევროპის ჩემპიონატისთვის საბოლოო განაცხადი გამოაქვეყნა. ნაკრების საბოლოო შეკრების შემდეგ, განაცხადს მიღმა სამი ფეხბურთელი დარჩა: ჯანლუკა მანჩინი, მატეო პოლიტანო და მატეო პესინა.

მანჩინის ევროპის ჩემპიონატზე მიჰყავს “სასუოლოს” ფორვარდი ჯაკომო რასპაოდორი, რომელიც 21-წლამდე ნაკრებში იყო და მას ეროვნულ გუნდში აქამდე არასდროს უთამაშია. 

მეკარეები: 21. ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), 26. ალექს მერეტი (ნაპოლი), 1. სალვატორე სირიგუ (ტორინო)

მცველები: 19. ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), 3. ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), 15. ფრანჩესო აჩერბი (ლაციო), 23. ალესანდრო ბასტონი (ინტერი), 2. ჯოვანი დი ლორენცო (ნაპოლი), 24. ალესანდრო ფლორენცი (პსჟ, საფრანგეთი), 4. ლეონარდო სპინაცოლა (რომა), 25. რაფაელ ტოლოი (ატალანტა), 13. ემერსონ პალმიერი (ჩელსი, ინგლისი)

ნახევარმცველები: 18. ნიკოლო ბარელა (ინტერი), 16. ბრაიან კრისტანტე (რომა), 5. მანუელ ლოკატელი (სასუოლო), 7. ლორენცო პელეგრინი (რომა), 12. სტეფანო სენსი (ინტერი), 6. მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი), 8. ჟორჟინიო (ჩელსი, ინგლისი)

თავდამსხმელები: 9. ანდრეა ბელოტი (ტორინო), 11. დომენიკო ბერარდი (სასუოლო), 20. ფედერიკო ბერნარდესკი (იუვენტუსი), 14. ფედერიკო კიეზა (იუვენტუსი), 17. ჩირო იმობილე (ლაციო), 10. ლორენცო ინსინიე (ნაპოლი), 22. ჯაკომო რასპადორი (სასუოლო)

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ინგლისის ნაკრების განაცხადი

ამას ქვია დამშვიდობება: აგუერომ სიტის თანამშრომლებს საათები აჩუქა და თავისი Range Rover-იც გაათამაშა