„დალასმა“ სლოვენიელ გამთამაშებელ ლუკა დონჩიჩთან 5-წლიანი სუპერმაქსიმალური კონტრაქტის გაფორმების შესახებ გამოაცხადა.
22 წლის კალათბურთელი 207 მილიონ დოლარს იშოვის ამ 5 წელიწადში. ახალი ხელშეკრულება 2027 წლამდეა ძალაში, იუწყება „მავერიკსის“ ოფიციალური საიტი.
207 მილიონი – ისტორიაში ყველაზე დიდი გარანტირებული თანხაა ახალწვეულის კნტრაქტის გაგრძელებისთვის. დონჩიჩს უფლება ქონდა გაეფორმებინა მსგავსი კონტრაქტი, რადგან უკვე ორჯერ გავიდა ნბა-ს პირველ სიმბოლურ ნაკრებში სამი სეზონის განმავლობაში.
გასულ სეზონში დონჩიჩი საშუალოდ მატჩში 27.7 ქულას, 8 მოხსნას და 8.6 გადაცემას აგროვებდა. მან თამაშიდან 47.9% და სამქულიანების 35% ჩააგდო.
![](https://sport4me.ge/wp-content/uploads/2024/06/Estr-for-Fortuna-300-x-250-px.jpg)
GIPHY App Key not set. Please check settings