in

ავთანდილ კენჭაძემ მრისხანე ჩამიზოს ვერაფერი მოუხერხა და პირველივე შეხვედრაში დამარცხდა

სამწუხაროდ, პირველივე ბრძოლა წააგო ავთანდილ კენჭაძემ (-74 კგ). ქართველი ფალავანი პირველივე შეხვედრაში ოლიმპიადის ერთ-ერთ მთავარ ფავორიტს რიოს ოლიმპიური თაშების ბრინჯაოს პრიზიორს და 2-გზის მსოფლიო ჩემპიონს იტალიის სახელით მოასპარეზე ფრანკ მარკეზ ჩამიზოს დაუპირისპირდა და 1:5 დამარცხდა.

ავთომ, მხოლოდ პირველი პერიოდი მოახერხა მრისხანე იტალიელისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მეორე პერიოდში კი, იტალიის სახელით მოასპარეზე კუბელმა კლასის ხარჯზე მოიგო შეხვედრა.

ამრიგად, თუ ჩამიზო ფინალში გასვლას შეძლებს, კენჭაძე რეპეშაჟში ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს ბრძოლას.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

გენომ დამაჯერებლად დაიწყო და ეგვიპტელს შანსი არ დაუტოვა

გენო პეტრიაშვილმა ჩინელი მეტოქეც დაამარცხა და წინ მიიწევს