in ,

აგვიხსენით: რუსები ისევ შარში არიან – უკრაინელებს რუსები უწოდეს და ბოდიშიც მოუხადეს

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი რუსულ ტელერხებს აკრიტიკებს ტრანსგენდერი ძალოსანის ლორელ ჰაბარდის შეურაცხყოფის გამო.

ჰაბარდმა სქესი შეიცვალა და ერთ დროს მამაკაცი ტოკიოში ქალების შეჯიბრზე გამოვიდა.

პირველი ტრანსგენდერი ოლიმპიადაზე: მან წონა ვერ დააფიქსირა

რუსულ ტელეარხებზე მას და არატრადიციული ორიენტაციის ხალხს (ბრიტანელი წყალში მხტომელი ტომ დეილი) შეურაცხყოფას აყენებდნენ.

პირველ არხზე გადაცემა “დრო გვიჩვენებს” წამყვანმა ანატოლი კუზიჩევმა პარიკი დაიხურა და განაცხადა, რომ ტრანსგენდერები არიან “ფსიქოპათები, რომლებთაც უნდა უმკურნალო”.

სოკ-მა ოფიციალურდ მიმართა რუსულ არხებს განმარტებებისთვის.

ამასობაში თავადაც მოუწია ოლიმპიურ კომიტეტს ბოდიშის მოხდა. შეცდომა სინქრონული ცურვის დაჯილდოებისას მოხდა.
უკრაინელმა გოგონებმა მარტა ფედინამ და ანასტასია სავჩუკმა მეორე ადგილი დიაკავეს და ისინი გაერთიანებული გუნდის (ანუ რუსეთის) სახელით გამოაცხადეს.

ოლიმპიურ კომიტეტში ახსნეს, რომ შეცდომა დიქტორს მოუვიდა, რომელიც ქვეყნებს ფრანგულ ენაზე აცხადებდა.

სოკ-მა ბოდიში მოიხადა.

ავტორი Vakhtang Daraselia

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Loading…

0