ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ 46-ე კონგრესზე მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროგრამა Hat Trick-ის ფარგლებში 2024-2028 წლებში თავის წევრ 55 ქვეყანას დაფინანსებას 21 %-ით გაუზრდის და ის 935 მილიონი ევრო იქნება. აღნიშნულ ინფორმაციას Uefa-ს ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ.
ეს თანხა წინა ოთხწლედის ფინანსებს 160 მილიონი ევროთი აღემატება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 2024 წლიდან შეეძლება დამატებით 17 მილიონი ევრო აითვისოს.