in

რა ღირს ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების თამაშებზე ბილეთები და ვინ გაყიდის

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა და ბუნებრივია ქომაგებს ახლა უკვე ისტორიულ ტურნირზე მოხვედრა სურთ. ცხადია მსურველი ბევრია, მაგრამ შესაძლებლობა ბევრად მცირეა. მარტო ფინანსებში არ არის საქმე, ბილეთის ლეგალურად შეძენა შეზღუდულია, პროცედურებია გასასვლელი და .აშ. თუმცა ეჭვი არ გვეპარება, რომ გერმანიის სტადიონების ტრიბუნებზე ქართული დროშებიც გამოიფინება.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები F ჯგუფშია, პორტუგალიასთან, თურქეთთან და ჩეხეთთან ერთად.

ვის, როდის, სად – საქართველოს ნაკრების განრიგი ევრო 2024-ზე

უეფას საიტის მიხედვით, ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ნებისმიერი შეხვედრის ბილეთების ფასებია – 30, 60, 150, 200 და 400 ევრო.
უშუალოდ ჩვენი ნაკრების თამაშების შესახებ კი წერია, რომ ბილეთების გაყიდვას საქართვეოს ფეხბურთის ფედერაცია უზრუნველყოფს. თუ ბილეტები სრულად არ გაიყიდა, მაშინ უეფა ჩაერევა და თავის საიტზე გაყიდის დარჩენილ ბილეთებს.

მერვედფინალში ბილეთების ფასი ლოგიკურია ოზრდება: 50, 85, 175, 250 და 500 ევრო იქნება. მეოთხედფინალში – 60, 100, 200, 300 და 700 ევრო. ნახევარფინალში – 80, 195, 400, 600 და 900 ევრო, ფინალში – 95, 300, 600, 1000 და 2000 ევრო.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვის, როდის, სად – საქართველოს ნაკრების განრიგი ევრო 2024-ზე

ფოტოემოციები: მთელი ქვეყანა ერთი მიზნისთვის გავერთიანდით და ერთად დავწერეთ ეს საოცარი ისტორია