in ,

The sun: ბარნლის მიქაუტაძე სურს

ბრიტანული გამოცემა “the sun” და კონკრეტულად მისი რეპორტიორი, ალან ნიქსონი იტყობინება, რომ ვენსან კომპანი გიორგი მიქაუტაძისა და ბუბაქარ კუიატეს შეძენითაა დაინტერესებული.

შონ დაიჩის შემცვლელმა გუნდის გაძლიერებაზე უნდა იფიქროს და პრიორიტეტი ცენტრალური მცველისა და შემტევის მოყვანაა. კუიატეს შეძენას „ბარნლი“ აქამდეც ცდილობდა, თუმცა „მეცი“ 10 მილიონს ფეხს არ უცვლის, ხოლო მიქაუტაძის დამატების სურვილი ვუუდ ვეგჰორსტისა და დუაიტ მაკნილის წასვლითაა გამოწვეული.

გამოცემა იტყობინება, რომ მიქაუტაძემ საფრანგეთის მეორე დივიზიონი მშვენივრად დაიწყო, შესაბამისად, „ბარნლისთვის“ მისი ტრანსფერი ძალიან კარგი ვარიანტია. ჯერ უცნობია ფინანსური დეტალები.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

თურქული ჰოლდინგი დინამოში?

ოფიციალურად: სილესენი ნაიმეგენის ფეხბურთელია