პარიზში, ფიფას დაჯილდოების ცერემონია The Best გაიმართა და სხვადასხვა ნომინაციებში 2022 წლის საუკეთესოები გამოავლინეს: ძირითად ნომინაციებში გამარჯვებულები ისინი გახდნენ, ვისზეც წინასწარ დაიწერა და მოსალოდნელიც იყო.
საუკეთესო ქალი მეკარე: მერი ირპსი (ინგლისი);
საუკეთესო მეკარე: ემელიანო მარტინესი (არგენტინა);
ფერენც პუშკაშის სახელობის პრიზი (წლის საუკეთესო გოლი): მარჩინ ოლეკსი (ამპუტანტი-ფეხბურთელი);
საუკეთესო მწვრთნელი ქალთა შორის: სარინა ვიგმანი (ინგლისი ნაკრები);
საუკეთესო მწვრთნელი: ლიონელ სკალონი (არგენტინის ნაკრები);
ფიფა-ს ფეარ პლეის პრიზი: ლუკა ლოჩოშვილი (საქართველო);
საუკეთესო გულშემატკივრები: არგენტინის ნაკრების გულშემატკივრები;
წლის სიმბოლური ნაკრები: ტიბო კურტუა, აშრაფ ჰაკიმი, ჟოაუ კანსელო, ვირჯილ ვან დაიკი, კევინ დე ბრუინი, ლუკა მოდრიჩი, კაზემირო, ლიონელ მესი, კილიან მბაპე, ქარიმ ბენზემა, ერლინგ ჰალანდი;
წლის საუკეთსო ქალი ფეხბურთელი: ალექსია პუტელიასი (ესპანეთი, „ბარსელონა“);
წლის საუკეთესო ფეხბურთელი: ლიონელ მესი (არგენტინა, პსჟ).
GIPHY App Key not set. Please check settings