in

Nothing easy – დღეს ზაზა ფაჩულიას 37 წელი შეუსრულდა

დღეს, 10 თებერვალს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთესო კალათბურთელის და ზოგადად ერთ-ერთი საუკეთესო სპორტსმენის ზაზა ფაჩულიას დაბადების დღეა. “დიდი ზაზა” 37 წლის გახდა.

ზაზა ფაჩულიას პირველი მწვრთნელი ზურაბ ტომარაძე გახლავთ. სწორედ ამ მის სახელს უკავშირდება ზაზას დიდ სპორტსმენად ჩამოყალიბება.

ფაჩულიას პირველი საკალათბურთო კლუბი თურქული “ულკერსპორი” გახლდათ. 2003 წელს კი, იგი NBA-ს დრაფტის მეორე რაუნდის 42-ე პიკად “ორლანდო მეჯიქმა” აირჩია და ზაზას ამერიკული თავგადასავალიც დაიწყო.

ზაზა ფაჩულიას დედა მარინე კოდუა ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ თურქეთში ყოფნის დროს ზაზას თურქეთის მოქალაქეობა და თურქეთის ნაკრებში თამაშის შესთავაზეს.

“თურქეთში, როდესაც იყო ზაზას ძალიან დიდი ფინანსური სარგებელი შესთავაზეს, რომ თურქეთის ნაკრებში ეთამაშა, მაგრამ მან ამაზე უარი განაცხადა. ფულით სიყვარულს ვერ იყიდი. თურქეთში ზაზას ვერასდროს ექნებოდა ხალხის ისეთი სიყვარული და მხარდაჭერა, როგორიც საქართველოში აქვს”, – ამბობს მარინე კოდუა.

“ორლანდოს” შემდეგ ფაჩულია “მილუოკი ბაქსში” გამოდიოდა, რომლის დატოვების შემდეგაც, რვა წელი ჯორჯიას შტატში “ატლანტას” შემადგენლობაში გაატარა.

2011 წელს NBA-ში ფინანსური კრიზისი მძვინვარებდა და ჩემპიონატის დაწყება ოდნავ გაიწელა, რის გამო ზაზა ნახევარი სეზონით “გალათასარაიში” თამაშობდა.
შემდეგ იყო ისევ “მილუოკი”.

2015 წელს ზაზას კარიერაში “ოქროს ხანა” დაიწყო. ჯერ “დალას მავერიქშში” ჰქონდა ბრწყინვალე სტატისტიკა. მომდევნო ორ სეზონში კი, “გოლდენ სტეიტ უორისორსის” შემადგენლობაში ორჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი.

“ჩემი კარიერა არ იყო ია-ვარდით მოფენილი. ბევრი დაბრკოლების გადალახვა მომიწია, მაგრამ, როგორც იტყვიან Nothing easy. ძალიან ბევრი უნდა იშრომო და გწამდეს შენი თავის”, – ამბობs ზაზა ფაჩულია.

ზაზა ფაჩულიას NBA-ს 16 წლიან კარიერაში 1171 მატჩი აქვს ჩატარებული.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, “ჯვაროსნების” შემადგენლობაში მან სამი ევრობასკეტი ითამაშა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

იტალიელი ფეხბურთელი მატარებლის სახურავიდან გადმოვარდა, მას დენმა დაარტყა

მერაბ დვალიშვილი: მშენებლობაზეც ვმუშაობდი, ბევრი დაბრკოლება შემხვდა, მაგრამ არასდროს დავნებებულვარ (ექსკლუზივი)