in ,

Marca: ასე თუ გაგრძელდა, ზაფხულში გუნდის შეცვლაზეც იფიქრებს

საქართველოს ნაკრებისა და ესპანური “ვალენსიას” მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელიც ზაფხულში გუნდის ამომავალ ვარსკვლავად და აღმოჩენად მიიჩნეოდა, ახლა რთულ პერიოდშია.

“ღამურების” შემადგენლობაში 22 სექტემბრის შემდეგ წუთიც არ უთამაშია და არც სათასო მატჩებში ეძლევა შანსი.

ავტორიტეტული ესპანური გამოცემა Marca წერს, რომ მამარდაშვილი, რომელიც “ვალენსიამ” სარეზერვო გუნდის მეკარედ დაიმატა, ნამდვილი ტუზი დაეცა, რომ ლა ლიგაში საწყისი მატჩების ჩატარება მოუწია, თუმცა შემდეგ იყო უხეში შეცდომები, რაც მისი ასაკიდან გამომდინარე არცაა გასაკვირი, მაგრამ ამის შემდეგ ბორდალასი მას საერთოდ აღარ ენდობა და თასის მატჩებშიც არ აყენებს. სილესენის შემდეგ, მეორე მეკარე არა მამარდაშვილი, არამედ ხაუმე დომენეკია. მართალია, “ვალენსიამ” ქართველს კინტრაქტი სამი წლით გაუხანგრძლივა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა გიორგიმ შესაძლოა ზაფხულში გუნდის დატოვებაზეც იფიქროს. სათასო დაპირისპირებაში იგი ბორდალასმა განაცხადშიც არ შეიყვანა, რადგან სამედიცინო შემოწმებაზე მას ორგანიზმში დასაშვებზე მეტი ცხიმი აღმოაჩნდა. როგორც ესპანური გამოცემა წერს, ეს სახეში სილის გარტყმას ჰგავდა.

მამარდაშვილი გასუქდა: ქართველი მეკარე განაცხადში წონის გამო ვერ მოხვდა

გიორგი მამარდაშვილმა “ვალენსიას” მაისურით ლა ლიგის პირველ 6 შეხვედრაში ითამაშა და 2-ჯერ კარი მშრალად შეინახა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ვინ არის პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო აფრიკელი

ქართველი ბარბაროსები: ახალი სარაგბო კლუბი საქართველოში