in

ქართველი ბარბაროსები: ახალი სარაგბო კლუბი საქართველოში

საქართველოში ახალი სარაგბო გუნდი “ქართველი ბარბაროსები” იქმნება.

იდეის ავტორი ვეტერანი ქართველი მორაგბე და ყოფილი “ბორჯღალოსანი” მამუკა მაგრაქველიძეა. მისი განმარტებით, აღნიშნულ პროექტზე მუშაობა უკვე დაწყებულია. “ქართველი ბარბაროსები” თავიდან მხოლიდ ასაკობრივ 12 და 14-წლამდელ გუნდებს შექმნის, რომლებიც საქართველოს რაგბის კავშირის მიერ ორგანიზებულ ფესტივალებში და საეთაშორისო ტურნირებში მიიღებს მონაწილეობას.

ასევე, მამუკა მაგრაქელიძის თქმით, “ქართველი ბარბაროსები” მჭიდროდ ითანამშრომლებენ ფრანგულ და ინგლისურ “ბარბაროსებთან”.

მამუკა მაგრაქველიძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 1998-2007 წლებში თამაშობდა და 20 შეხვედრაში 2 ლელო მიითვალა. მან საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 2007 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

Marca: ასე თუ გაგრძელდა, ზაფხულში გუნდის შეცვლაზეც იფიქრებს

ნიუკასლმა ოღონდ ვინმე იყიდოს, მანჩესტერიც აქტიურია, ერიქსენი ინგლისში ბრუნდება – სატრანსფერო ამბები