სამთავრობო ჩარევა საქართველოს რაგბის კავშირში – ამ სათაურით აქვეყნებს ავტორიტეტული გამოცემა “ეკიპი” სტატიას.
ფრანგული გამოცემა საქართველოს რაგბის კავშირის არჩევნებს ეხმიანება. გამოცემას მიაჩნია, რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძის დანიშვნა პოლიტიკური ნიშნით იყო ნაკარნახევი და არჩევნების ირგვლივ მიმდინარე პროცესებმა ქართული სარაგბო ოჯახი ორად გაყო.
“2020 წელს დაწყებული არეულობა საქართველოს რაგბის კავშირში ისევ გრძელდება. საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი აირჩიეს, მაგრამ მას ლეგიტიმაცია არ მიენიჭა და ახალი პრეზიდენტი აირჩიეს, რომლებსაც პოლიტიკოსებთან ურთიერთობა აკავშირებს. ქართულ რაგბიში ასეთი დაძაბული ვითარება ოვალური ბურთისა და პოლიტიკის შერწყმამ განაპირობა”, – წერს ფრანგული გამოცემა.
“L’EQUIPE” რაგბის კავშირის არჩევნებზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის ჩარევაზეც ისაუბრა.
“ირაკლი კობახიძემ რაგბის კლუბ “ბათუმში” დარეკა და მათ ხელმძღვანელებს უთხრა, რომ არჩევნებში ხმა ირაკლი აბუსერიძის საწინააღმდეგოდ მიეცათ. ირაკლი კობახიძის მამა გიორგი კობახიძე რაგბის კავშირის გამგეობის წევრია”, – წერია გამოცემაში.
GIPHY App Key not set. Please check settings