იტალიურ “ნაპოლიში” ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერი თითქმის გადაწყვეტილია. ყველაზე ცნობილი და გავლენიანი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანოც წერს, რომ “ნაპოლიმ” კვარაცხელიას ტრანსფერი პრაქტიკულად დახურა.
corriero dello sport წერს იმას, რომ კვარაცხელიამ ნეაპოლში პირველადი სამედიცინო შემოწმებაც გაიარა და მხოლოდ ტრანსფერი გაოფიციალურებაღა დარჩა.
კვარაცხელიას ნაპოლიში ტრანსფერი გადაწყვეტილია: ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს
corriedo dello sport 21 წლის ქართველ ტალანტზე და ქართული ფეხბურთის იმედზე ვრცელ სტატიას აქვეყნებს და ხვიჩას, როგორც მესის საქართველოდან ისე მოიხსენიებს.
‘ხვიჩა კვარაცხელიამ ყაზანის “რუბინი” რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ დატოვა. ამ დროისთვის ხვიჩა საქართველოს მოქმედი ჩემპიონის ბათუმის “დინამოს” რიგებში ირჯება. ქართულ გუნდში მან ორი მატჩი ჩაატარა და ორივეში გამარჯვება მოიპოვა. 2001 წელს დაბადებულ ქართველ შემტევს ტყუილად არ ეძახიან “ქართველ მესის” , რადგან იგი “ნაპოლის” მომავალი ვარსკვლავია.
“ქართველი მესი უსასრულო რეპერტუარით”- როგორც სჩანს მის უნარებს, შესაძლებლობებს დასასრული არ აქვს. მას აქვს უნარი გულშემატკივარს მუდმივად ახალი “რეპერტუარი” შესთავაზოს. მას შეუძლია მეტოქეს ფინტებით თავბრუ დაახვიოს, აქვს საოცარი დრიბლინგი. ფიზიკურადაც საკმაოდ ძლიერია.
“ნაპოლის” გულშემატკივრები ოცნებობენ კვარაცხელიას თამაში მათ საყვარელ გუნდში მალე ნახონ. მას აქვს ყველანაირი მონაცემი, რომ ნეაპოლელი გულშემატკივრები მისი თამაშით მოიხიბლნონ. მას შეუძლია ისე აღაფრთოვანოს ნეაპოლელი გულშემატკივრები, როგორც ეს თვით მარადონამ მოახერხა. ბრავო ჯუნტოლის, რომელმაც მართლა ბრწყინვალე საბაზრო ოპერაცია განახორციელა.”-წერს იტალიური გამოცემა
GIPHY App Key not set. Please check settings