in ,

IFFHS- მა ყველა დროის საბჭოთა კავშირის ნაკრები შეადგინა: ქართველებიც არიან

ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) სსრკ-ს ყველა დროის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.
ბუნებრივია ამხელა ქვეყანაში, უფრო სწორედ ამდენი ქვეყნის გაერთიანებიდან მთელ ამ დროში უამრავი უძლიერესი ფეხბურთელი იყო და სიმბოლურში მოხვედრა ქართველისთვის რთულიცაა და საპატიოც. მიუხედავად ამისა, გვყავს ერთი წარმომადგენელი ძირითადში, ხოლო სათადარიგოებში ერთბაშად 4 ჩვენიანია. მიუხედავად სხვა ფეხბურთელების დამსახურებისა და პატივისცემისა, ალბათ შეიძლებოდა ძირითადში კიდევ ყოფილიყო ქართველი ფეხბურთელი.

გუნდი 4-2-4 სისტემით შეადგინეს და მასში მოხვდნენ:

მეკარე: ლევ იაშინი

მცველები: ანატოლი დემიანენკო, მურთაზ ხურცილავა, ალბერტ შესტერნევი, ვლადიმირ ბესონოვი.

ნახევარმცველები: იგორ ნეტო, ვალერი ვორონინი.

თავდამსხმელები: გრიგორი ფედოტოვი, ოლეგ ბლოხინი, ედუარდ სტრელცოვი, იგორ ჩისლენკო.

სათადარიგოები: რინატ დასაევი, მიხაილ ოგონკოვი, ალექსანდრე ჩივაძე, ანატოლი ბაშაშკინი, ევგენი ლოვჩევი, ფედორ ჩერენკოვი, დავით ყიფიანი, სლავა მეტრეველი, ნიკიტა სიმონიანი, ვსევოლიდ ბობროვი, მიხეილ მესხი.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო სკოპიეში დღეს ჩადის: მანამდე ისევ რაზგრადში ივარჯიშა

იბრა და მილანი ახალი კონტრაქტის შესახებ ამ კვირაში შეხვდებიან