in ,

საქართველო სკოპიეში დღეს ჩადის: მანამდე ისევ რაზგრადში ივარჯიშა

საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან გამარჯვების შემდეგ კვლავ ქალაქ რაზგრადში დარჩა. ვილი სანიოლის გუნდმა გუშინ ” ლუდოგორეცის” საწვრთნელ ბაზაზე აღდგენითი ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 29 ფეხბურთელი მონაწილეობდა. ჩვენ ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიაში დღეს ჩავა, სადაც ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩისთვის მოემზადება.

8 ივნისს ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს ნაკრებთა მატჩის მასპინძელ სტადიონზე შედგება. მოგვიანებით ჩვენი გუნდი სკოპიეში თამაშამდე ბოლო ვარჯიშს გამართავს.

ჩრდილოეთ მაკედონიისა და საქართველოს დაპირისპირება თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ისტორიის დასასრული: ლევანდოვსკი ბაიერნს დატოვებს!

IFFHS- მა ყველა დროის საბჭოთა კავშირის ნაკრები შეადგინა: ქართველებიც არიან