in ,

GFF Awards: ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელია

გუშინ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ონლაინ რეჟიმში წლის შემაჯამაბელი ღონისძიება GFF awards 2021 გამართა და სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულები დასახელდა.

გამოკითხვაში მონაწილეობა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა, ქალთა ნაკრების ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა, ფუტსალის ნაკრების ფეხბურთელებმა და მწვრთნელებმა და ჩემპიონატების მოთამაშეებმა და მწვრთნელებმა მიიღეს.

ხმათა უმრავლესობით ზედიზედ მეორედ საქართველოს 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელი 20 წლის ხვიჩა კვარაცხელია გახდა. კვარაცხელიას გარდა, ამ ნომინაციაში გუეამ კაშია და გიორგი ლორია იყვნენ ნომინირებულნი.

ხვიჩა კვარაცხელიამ წელს საქართველოს ნაკრებთან ერთად ბრწყინვალე შეხვედრები ჩაატარა. მან ესპანეთის სა საბერძნეთის ნაკრებთან ბრწყინვალე ინდივიდუალური გოლიც გაუტანა. შევედეთს კი, დუბლი შეუსრულა.

რაც შეეხება სხვა ნომინაციებს

ფუტსალის ლიგის საუკეთესო მწვრთნელი-ავთანდილ ასათიანი

ფუტსალის ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი–გიორგი ღავთაძე

ქალთა ლიგის საუკეთესო მწვრთნელი–გიორგი ჩხაიძე

ქალთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი–ხატია ჭყონია

საქართველოს საუკეთესო მსაჯი– გიორგი ყრუაშვილი

საუკეთესო გოლი – გიორგი გოჩოლეიშვილი (ინგლისთან)

სეზოის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი –ირაკლი აზაროვი

საქართველოს ფუტსალის საუკეთესო ფეხბურთელი –ზვიად კუპატაძე

საქართველოს საუკეთესო ქალი ფეხბურთელი-ნინო სუთიძე

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება შემცირდა

რუსული გამოცემა: რუბინის მთავარი ჩავრდნა – კვარაცხელია საუკეთესო დრიბლიორების ათეულშიც არაა