in ,

რუსული გამოცემა: რუბინის მთავარი ჩავრდნა – კვარაცხელია საუკეთესო დრიბლიორების ათეულშიც არაა

რუსულმა გამოცემა Business gazeta-მ რუსეთის პრემიერ ლიგის პირველი ნახევარი შეაჯამა და ქართველი ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. რუსულმა გამოცემამ ქართველ ტალანტს წლევანდელ სეზონში “რუბინის” მთავარი ჩავარდნა უწოდა.

“რუბინში წინა სეზონთან შედარებით ყველაზე დიდი რეგრესი ხვიჩა კვარაცხელიას თამაშია. ზაფფხულში დიდი აჟიოტაჟი იყო შექმნილი, რომ ქართველი ფეხბურთელი კარიერას ევროპაში გააგრძელებდა, მაგრამ ეს ტრანსფერი არ შედგა და კვარაცხელიამაც ძალიან მოიწყინა. გასულ სეზონში მას 4 გოლი და 4 საგოლე პასი ჰქონდა, ახლა კი სეზონის პირველი ნახევარი მიილია და მას მხოლოდ 1 გოლი და 2 საგოლე პასი დაუგროვდა. წინა სეზონში ხვიშჩა 90 წუტში საშუალოდ 2.2 საკვანძო პასს აკეთებდა, ამ სეზონში ეს მაჩვენებელი 1.93 უტოლდება. წელს კვარაცხელიაზე ჯარიმებსაც უფრო იშვიათად იღებენ.

ქართველ ფეხბურთელს უკვე წარმატებული დრიბლინგების ნაკლებობაც აქვს. ის წლევანდელი სეზონს~ის მაჩვენებლებით საუკეთესო ათეულშიც ვერ შედის.”-წერს რუსული გამოცემა

გეტყვით იმასაც, რომ ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო ღირებულება 2 მილიონი ევროთი შემცირდა და ახლა ის 16 მილიონი ევრო ღირს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

GFF Awards: ხვიჩა კვარაცხელია საქართველოს 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელია

ვატომ თურქეთში გაიტანა და ქარაგიუმრუქი 1/8 ფინალში გავიდა