ქუთაისის “ტორპედოში” ჯერ კიდევ დაულაგებელი სიტუაციაა. ქუთაისურ კლუბში ახალი ინვესტორი მოვიდა “ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის” სახით, მაგრამ ჯერჯერობით გუნდში შედეგების მხრივ არაფერი შეცვლილა.
“ტორპედო” სატურნირო ცხრილში მერვე ადგილზეა და ფლეი-აუტის ზონაშია და გუნდიდან მთავარი მწვრთნელი კახა ჩხეტიანი გაუშვეს.
Sport4me.ge-ს ექსკლუზიური ინფორმაციით, “ტორპედოს” გია ცეცაძე გაწვრთნის. ცეცაძე ბოლოს “სამტრედიაში” მუშაობდა, მაგრამ იმერული კლუბი ბოლო ადგილზეა და მხოლოდ სასწაულლი თუ გადაარჩენს. ცეცაძემ კი, გუნდი არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო დატოვა.
ცეცაძე “სამტრედიაში” 2015-2017 წლებშიც მუშაობდა და სწორედ მისი ხელმზღვანელობით მოახერხა “სამტრედიამ” ისტორიაში პირველად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული. ასევე, მისი ხელმძღვანელობით გუნდმა საქართველოს სუპერთაიც მოიგო.
შემდეგ ცეცაძე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებსაც წვრთნიდა, მაგრამ გუნდი მსაჯთან კონფლიქტის გამო დატოვა. შემდეგ კი, მის კარიერაში უკრაინული “ლვოვი” იყო, რომელშიც ცეცაძემ თამაშიც ვერ მოიგო.
GIPHY App Key not set. Please check settings