in ,

ნიკოლა პრელჩეცი: ქართველები ტაქტიკურად მოიკოჭლებენ – არც წაგება ანაღვლებთ და არც მოგება უხარიათ

საფეხბურთო კლუბ “სამტრედიას” ყოფილმა ხორვატმა ლეგიონერმა ნიკოლა პრელჩეცმა ხორვატულ გამოცემას ინტერვიუ მისცა და საქართველოს ჩემპიონატში გატარებულ პერიოდზე ისაუბრა.

მან ქართველი ფეხბურთელები არაპროფესიონალიზმში დაადანაშაულა, რომლებსაც არც მოგება უხარიათ და არც მარცხს განიცდიან.

“ქართველი ფეხბურთელების მენტალიტეტს ვერ გავუგე. მათ არც წაგება ადარდებთ და არც გუნდის გავარდნა. “სამტრედიაში” ჩემს გარდა, კიდევ ერთი სერბი ლეგიონერი იყო. მარცხს მარტო ჩვენ განვიცდიდით და დანარჩენები საერთოდ არანაირ ემოციას იმჩნევდნენ. ჩემპიონატი ნამდვილად ვითარდება, ინფრასტრუქტურაც მოწესრიგდა. ბევრი ტექნიკური ფეხბურთელი ჰყავთ, მაგრამ ტაქტიკურად ძალიან მოიკოჭლებენ. მწვრთნელი ისეთ აბსურდულ რამეს მეუბნებოდა, ვერ ვიგებდი ხოლმე”, – თქვა ნიკოლა პრელჩეცმა.

ნიკოლა პრელჩეცმა ეროვნულ ლიგა 2-ში დაქვეითებული “სამტრედიას” შემადგენლობაში 11 მატჩში 4 გოლი გაიტანა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

სამსახურიდან გაშვებული კაცი სამსახურიდან ვერ წასულა – სატრანსფერო ამბები

ჩაკვეტაძე ლევერკუზენსა და ჰოფენჰაიმსაც სურდათ