საფეხბურთო კლუბი “სამტრედია”, რომელიც 24 ტურის შემდეგ, Crystalbet ეროვნულ ლიგაში ბოლო ადგილზეა და მეცხრე ადგილოსან გუნდს 6 ქულით ჩამორჩება, გაძლიერებას განაგრძობს. გიორგი არაბიძის შემდეგ, იმერლები კიდევ ერთ გამოცდილ ცენტრალურ თავდამსხმელს იმატებენ. საქმე ბაჩანა არაბულს ეხება.
27 წლის ქართველმა თავდამსხმელმა ბერძნული “ლამია” დატოვა ერთ თვეზე მეტია უკლუბოდაა. ის ამჟამად “სამტრედიაში” ვარჯიშობს და ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით “სამტრედიაში” ითამაშებს.
ბაჩანა არაბულისთვის “სამტრედია” უცხო კლუბი არაა. არაბული იმერული გუნდის ღირსებას 2016-2017 წლებში იცავდა და “სამტრედიელთა” მაისურით საქართველოს ჩემპიონი გახდა.
GIPHY App Key not set. Please check settings