in ,

Cronache di Spogliatoio: კვარაცხელია ერთადერთი ქართველი ტალანტი არ არის

იტალიურმა ვებგვერდმა, Cronache di Spogliatoio-მ, ქართველ ტალანტებს ბლოგი მიუძღვნა: ,,თბილისის ცა განათებულია, მაგრამ კვარაცხელია ერთადერთი ვარსკვლავი არ არის. ,,კვარადონაზე” უკვე ყველაფერია ცნობილი, ეს უკვე სიახლე აღარაა. კვარა გოლებს იტანს და სიამოვნებას იღებს იქ, სადაც მარადონა ღმერთია და ბავშვები მხოლოდ მის მაისურებს ყიდულობენ.”

როგორც გამოცემა წერს, ხვიჩამ ქართული ფეხბურთის მიმართ ყურადღება გაზარდა. ახლა სკაუტებს აინტერესებთ, როგორ გაიზარდა საქართველოში ფეხბურთელი, რომელსაც ბრაზილური დრიბლინგი აქვს და ბურთს ბუენოსაირესელივით არტყამს.

,,დაუმარცხებელი ნაკრები” – ბლოგში ვკითხულობთ, რომ საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და ,,ბაიერნის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ვილი სანიოლმა, 2021 წლის ივნისში ,,თაობა Z-ის” ახალგაზრდა, თავხედი ვარსკვლავებით სავსე გუნდი ჩაიბარა: ,,2022 წელს საქართველოს ნაკრებს არ წაუგია. ფიფას რეიტინგში გუნდი 78-ე ადგილს იკავებს. 1998 წელს ისინი 42-ე ადგილზე იყვნენ, მაშინ კახა კალაძის წლები იყო.”

კვარაცხელიას გარდა, Cronache di Spogliatoio სხვა ქართველ ტალანტებზეც წერს: ,,ხვიჩას გარდა, იტალიაში ლუკა ლოჩოშვილიც ჩამოვიდა, მცველი, რომელიც ,,დინამოს” აკადემიაში გაიზარდა. ასევე, უნდა ვისაუბროთ ზურიკო დავითაშვილზეც, 2001 წელს დაბადებული გარემარბი, ,,დინამოს” სკოლაში კვარაცხელიას ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი იყო. გასულ წელს ისინი ,,დინამო ბათუმში” ერთად თამაშობდნენ. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, დავითაშვილი ,,ბორდოში” გადავიდა. ძირითადი შემადგენლობის მეკარის, გიორგი ლორიას უკან გიორგი მამარდაშვილი იზრდება, რომელიც გატუზოს ,,ვალენსიაში” პირველი ნომერია. როგორც ჩანს, მისით ,,იუვენტუსია” დაინტერესებული.”

,,ამ ფეხბურთელებს გიორგი წიტაიშვილიც ემატება, რომელიც 2001 წელს ისრაელში დაიბადა, სადაც მამამისი თამაშობდა. მას უკრაინის ნაკრებშიც შეეძლო თამაში, თუმცა საქართველო აირჩია. ასევე, საყურადღებოა ,,ცრვენა ზვეზდას” 22 წლის მცველი, ირაკლი აზაროვი, ,,მეცის” ფორვარდი. გიორგი მიქაუტაძე და გიორგი ჩაკვეტაძე – გარემარბი ლამაზი დრიბლინგით, რომელზეც რამდენიმე წლის წინ ძალიან ბევრს საუბრობდნენ. ის ახლა ბრატისლავას ,,სლოვანში” თამაშობს და ეროვნულ ნაკრებში ჯერჯერობით ხუთი გოლი აქვს გატანილი,” – წერს გამოცემა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველოს ნაკრები მაროკოს შეხვდება!

კვარაცხელია რეალში აზარის შემცვლელად?