in

კვარაცხელია რეალში აზარის შემცვლელად?

ჟურნალისტ ერქემ კონურის ინფორმაციით, “რეალი” საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ქართველ ვარსკვლავ ხვიჩა კვარაცხელიას აკვირდება.

მისივე ცნობით, მადრიდელები ჩვენებურში ედენ აზარის შემცვლელს ხედავენ, რომელმაც შესაძლოა, ზაფხულში “სანტიაგო ბერნაბეუდან” აიბარგოს.

“სამეფო კლუბის” შეტევაში უკვე თამაშობს ორი ისეთი ფეხბურთელი (ვინისიუსი და როდრიგო), რომლებზეც დადებულმა ფსონმა გაამართლა და ისინი შესანიშნავად ასპარეზობენ.

კონური აღნიშნავს, რომ თუ “რეალს” “კვარას” ყიდვა მოუნდება, სოლიდური თანხის გაღებაც მოუწევს.

შეგახენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის სახელს “ტოტენჰემს”, “ჩელსისა” და “სიტისაც” უკავიშირებენ.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

Cronache di Spogliatoio: კვარაცხელია ერთადერთი ქართველი ტალანტი არ არის

სონს ოპერაცია სჭირდება