in

BREAKING: მარადონას სამედიცინო პერსონალს ხანგრძლივი პატიმრობა ელის


ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა, 2020 წლის 20 ნოემბერს გულის შეტევით გარდაიცვალა. სიკვდილადმე რამდენიმე კვირით ადრე, დიეგომ ჰემატომის ოპერაცია გაიკეთა, რომელსაც მთელი წყება შეცდომები ახლდა თან და 3 კვირაში არგენტინელის გულის შეტევა გამოიწვია.

სამედიცინო პერსონალის 8 წევრი. ქირურგი, რომელმაც ოპერაცია ჩაატარა. ფსიქოლოგი, რომელიც მარადონას ემსახურებოდა და მედდები, რომელთან დიეგოსათვის ჯეროვანი მეთვალყურეობა ევალებოდათ, “simple homicide” – ანუ განზრახ მკვლელობის მუხლით გაასამართლებენ. ტერმინის განმარტება შემდეგნაირია. ერთი ადამიანის მხრიდან დაშვებული გამოტოვებები, სასტიკი მოპყრობის ფონზე, რამაც გარდაცვალება გამოიწვია.

გაზეთმა „როიტერმა“ 263 გვერდიანი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელსაც 1 წლის განმავლობაში დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი ამზადებდა და დადგინდა, რომ მკურნალობის პროცესში უამრავი არათანმიმდევრულობა შეინიშნა, პლუს სასტიკი მოპყრობა, თან დიეგო იმ დროს უმწეო მდგომარეობაში იმყოფებოდა, რაც დამამძიმებელ გარეომებას გულისხმობს.

სწორედ ამიტომ, მის ნეიროქირურგსა და პირად ექიმს ლეოპოლდ ლუკეს 8-დან 25 წლამდე პატიმრობა ელის. რაც შეეხება მის ფსიქოლოგს, აგუსტინა კოსაჩოვის ადვოკატის თქმით, ისინი განაჩენს არ ეთანხმებიან და გასაჩივრებას აპირებენ, რადგან ფსიქოლოგის წვლილი დიეგოს სიკვდილში არ არსებობს. პერსონალის დანარჩენი წევრების სასჯელი ჯერ უცნობია.

ბოლო წლებში დიეგო ჯანმრთელობას უჩიოდა, რაც კოკაინისა და ალკოჰოლის ჭარბი დოზით მოხმარებამ გამოიწვია. მისი გარდაცვალებიდან მოდმევნო სამი დღე არგენტინაში გლოვის დღეებად გამოცხადდა.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

საქართველო სამი საფეხურით დაწინაურდა

თბილისის დინამომ 24 წლის მაროკოელი ნახევარმცველი დაიმატა