in ,

თბილისის დინამომ 24 წლის მაროკოელი ნახევარმცველი დაიმატა

რამდენიმე დღის წინ, თბილისის „დინამოს“ მთავარ მწვრთნელად გიორგი ჭიაბრიშვილი დაინიშნა და კარს მომდგარი ევროტურნირების წინ მისთვის სასურველი მოთამაშეების მოყვანაც დაიწყო.

იმრან ულად-ომარი, იგივე იმრანი ქართველი გულშემატკივრისათვის კარგად ნაცნობი ფეხბურთელია. მას და ჭიაბრიშვილს ერთად თბილისის „ლოკომოტივში“ უმუშავიათ, როცა იმრანმა 2 წელი თბილისურ გუნდში გაატარა. „ლოკომ“ ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯერ „კრაიოვა“ და შემდეგ მოსკოვის „დინამო“ გამოთიშა ასპარეზობას. მაშინ იმრანი მშვენიერ ფორმაში იყო.
ამის შემდეგ, მაროკოელი რუსეთში წავიდა და „როტორის“ მაისური მოირგო.

რუსული კლუბების დისკვალიფიკაციამ უეფას ტურნირებიდან კი ამ ჩემპიონატისადმი ლეგიონრთა ინტერესი ნულამდე დაიყვანა, შესაბამისად, მოთამაშეებიც პანტა-პუნტით ტოვებენ რუსეთს.

იმრანმა გასულ სეზონში 13 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 გოლს ამდენივე ასისტი დაამაყა. ის ამპლუით შემტევი ნახევარმცველია.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

BREAKING: მარადონას სამედიცინო პერსონალს ხანგრძლივი პატიმრობა ელის

ნეიმარს უშვებენ, პოგბა იუვეს უთახნდმება. დღის მთავარი სატრანსფერო სიახლეები