in

ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრების განრიგი ცნობილია

საქართველოს საჩოგბურთო ნაკრები იანვარში ATP CUP-ზე იასპარეზებს. ჩვენი ნაკრები, რომელსაც დავით კვერნაძე უკაპიტნებს, D ჯგუფში – არგენტინის, საბერძნეთის და პოლონეთის ნაკრებების წინააღმდეგ ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები ტურნირს 1 იანვარს დაიწყებს და ჩვენების პირველი მოწინააღმდეგე არგენტინის ნაკრები იქნება. 3 იანვარს ჩვენი ნაკრები პოლონეთს დაუპირისპირპირდება, 5-ში კი, საქართველოს ნაკრების მეტოქე საბერძნეთი იქნება.

მომავალ ტურნირზე ჩვენი ნაკრები შემდეგი შემადგენლობით იასპარეზებს: ნიკოლოზ ბასილაშვილი,ალექსანდრე მეტრეველი, ალექსანდრე ბაკში, ზურა ტყემალაძე და საბა ფურცელაძე დაიცავენ.

ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

ჯგუფების გამარჯვებულები ნახევარფინალში გავლენ, სადაც შემდეგნაირად დაწყვილდებიან: A-D, B-C. ნახევარფინალები 7-8 იანვარსაა დაგეგმილი, ჩემპიონის ვინაობას კი 9-ში შევიტყობთ.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მარტვილში მერანი გაჭენდა

პაატა გურასპაულმა კანდიდატურა მოხსნა: პრეზიდენტობისთვის მხოლოდ სანიკიძე იბრძოლებს