ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი ხარაიშვილი კარიერას უნგრეთის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის “ფერენცვაროშის” შემადგენლობაში გააგრძელებს. 24 წლის ქართველი ფეხბურთელი ბოლოს შვედურ “გიოტებორგის” რიგებში გამოდიოდა. ტრანსფერი უნგრულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.
გიორგი ხარაიშვილი “საბურთალოს” აღზრდილია. პირველი პროფესიონალური მატჩი “საბურთალოს” შემადგენლობაში 2013 წელს ჩაატარა. საერთო ჯამში კი, თბილისური კლუბის მაისურით 122 მატჩში 55 ბურთი გაიტანა. “საბურთალოში” გიორგის კარგი თამაში შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და იგი 18-გზის შვედეთის ჩემპიონის “გიოტებორგის” შემადგენლობაში აღმოჩნდა. გიორგი შვედეთში იჯარის წესით წავიდა, საერთო ჯამში, 55 მატჩი ჩაატარა და 16 გოლი გაიტანა. აღსანიშნავია ისიც, რომ ხარაიშვილმა 2019/20 წლების სეზონში შვედეთის თასიც მოიგო.
24 წლის ქართველ ფეხბურთელს საქართველოს ნაკრების მაისურით 6 მატჩი აქვს ჩატარებული და 1 ბურთის გატანაც შეძლო (გიბრალტარის წინააღმდეგ).
“ფერენცვაროში” უნგრეთის 31-გზის ჩემპიონია. როგორც იცით, ბუდაპეშტური კლუბის რიგებში საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალიც თამაშობს.
GIPHY App Key not set. Please check settings