დორტმუნდის “ბორუსიას” 1 მოგება აქვს ბოლო 6 მატჩში.
ჰაალანდს ბუნდესლიგაში 28 გოლი აქვს გატანილი, აქედან 22 – მეორე ტაიმში. ამ სეზონში ნორვეგიელმა ხუთი გოლი გაიტანა ბოლო 15 წუთში.
„დორტმუნდი“ არასოდეს აგებს ბუნდესლიგაში, როცა სანჩოს გოლი გააქვს – 23 მოგება და ექვსი ფრე.
„დორტმუნდმა“ სეზონის სტარტზე ექვს მატჩში ხუთჯერ „მშრალად“ შეინახა საკუთარი კარი, ამის შემდეგ კი 15 მატჩში მინიმუმ ერთი გოლი გაუშვა.
ჯეიდონ სანჩომ 3 გოლი გაიტანა ბოლო 4 მატჩში.
იულიან ნაგელსმანს არასოდეს წაუგია „აუგსბურგის“ წინააღმდეგ.
„აუგსბურგი“ ზედიზედ ცხრა ოფიციალური მატჩია ვერ უგებს „ლაიპციგს“, აქედან რვაში დამარცხდა.
“ჰოფენჰაიმმა“ 2019 წლის აგვისტოს შემდეგ, პირველად წააგო ზედიზედ სამი მატჩი.
„ვერდერს“ 20 მატჩში 23 ქულა აქვს. შარშანდელ სეზონში ამდენი ქულა 29 ტურში დააგროვა.
„ვერდერმა“ ამ სეზონში 10 საშინაო მატჩიდან მხოლოდ ორი მოიგო.
„შტურგარტმა“ ამ სეზონში 10 საშინაო მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო.
„ჰერტას“ ბოლო 11 მატჩში მხოლოდ ერთი მოგება აქვს. ბერლინელები შვიდი მატჩია სტუმრად ვერ იგებენ.
„აინტრახტი“ 10 ტურია არ მარცხდება – მოგებების ოთხმატჩიანი სერია აქვს, ბოლო ათ მატჩში კი რვა მოიგო.
„აინტრახტმა“ 2021 წელს 24 შესაძლებლიდან 22 ქულა მოიპოვა.
ტრაპმა 2020 წლის თებერვლის შემდეგ, ბუნდესლიგაში პირველი „მშრალი“ მატჩი ჩაატარა.
„ვოლფსბურგი“ შვიდი ტურია არ მარცხდება.
„ვოლფსბურგს“ შინ 10-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
„გლადბახს“ 16 მატჩია სტუმრად არ მოუგია „ვოლფსბურგისთვის“. ბოლო მოგება 2003 წლის 22 ნოემბერით თარიღდება.
ბაიერნი იგებს და იგებს, ლევანგოლსკიმ ვერ გაიტანა – ბუნდესლიგა ფაქტებში
GIPHY App Key not set. Please check settings