საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან მჭედლიძე კარიერას ეროვნულ ლიგაში გააგრძელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 30 წლის ფორვარდი ბათუმის “დინამოში” ითამაშებს.
გუშინ, პირველი არხის სპორტულ გადაცემა “ტაიმაუტში” ლევან მჭედლიძემ თქვა, რომ “ემპოლისთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს, მაგრამ, როგორც ჩანს, იტალიურ კლუბთან კონტრაქტი არ შედგა.
ლევან მჭედლიძე: ემპოლისთან მოლაპარაკებს ვაწარმოებ, ეს კლუბი ჩემი მეორე ოჯახია
ჩვენი ინფორმაციით, მჭედლიძესა და აჭარულ კლუბს შორის სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია და კონტრაქტი მალე გაოფიციალურდება.
შეგახსენებთ, 30 წლის ქართველი ფეხბურთელის ბოლო კლუბი თბილისის “დინამო” გახლდათ, რომლის შემადგენლობაში საქართველოს ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.
ლევან მჭედლიძეს საქართველოს ნაკრებში 32 შეხვედრა აქვს ჩატარებული.
Transfermarket-ის მონაცემებით მჭედლიძის სატრანსფერო ღირებულება 250 ათასი ევროა.
GIPHY App Key not set. Please check settings