ქართული ფეხბურთის სტაჟიან გულშემატკივრებს კარგად ემახსოვრებათ, რომ საქართველოს ბევრი ტალანტი ჰყოლია, რომლებზეც დიდ იმედებს ვამყარებდით, მაგრამ სამწუხარო მათი საფეხბურთო კარიერა ისე ვერ განვითარდა, როგორის მოლოდინიც იყო.
დღეს, ქართულ ფეხბურთში გამორჩეული ტალანტი და ჩვენი იმედი 19 წლის ხვიჩა კვარაცხელიაა. ქართველი ნახევარმცველი ყაზანის “რუბინის” შემადგენლობაში საოცარ სეზონს ატარებს და ყაზანელთა გუნდის მთავარი მწვრთნელი ლეონიდ სლუცკი ამბობს, რომ ხვიჩას მსგავსი ტალანტი მას ქართულ ფეხბურთში არ ახსოვს.
სლუცკი კვარაცხელიაზე: ქართულ ფეხბურთში ასეთი ტალანტი არ მახსოვს
ხვიჩამ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაშიც მოასწრო თამაშების ჩატარება და ჩრ. მაკედონიის ნაკრებს ბრწყინვალე გოლი გაუტანა.
ვიდეო: კვარაცხელიას ულამაზესი გოლი
ხვიჩამ თავის ფეხბურთისადმი დამოკიდებულებაზე რუსულ მედიასთან ისაუბრა და ასეთი რამ თქვა.
“ფეხბურთს დიდ პატივს ვცემ და არ მინდა მას ზურგი ვაქციო. ბავშვობაში, როცა გარეთ საშინელი ამინდი იყო, მე სავარჯიშოდ მივდიოდი”, – ამბობს ხვიჩა კვარაცხელია.
GIPHY App Key not set. Please check settings