საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტნის, NBA-ს ორგზის ჩემპიონისა და ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის ზაზა ფაჩულიას ვაჟი დათა ფაჩულია საქართველოს 13-წლამდელთა ნაკრებში გამოიძახეს. აღნიშნულ ინფორმაციას თავად ქართული კალათბურთის ლეგენდა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ძალიან ემოციურია და თან სასიხარულო ამის დაწერა. ტრადიცია გრძელდება.
დათი U13 ნაკრებში” – წერს ზაზა სოციალურ ქსელში.
GIPHY App Key not set. Please check settings