უეფამ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე საუკეთესო გოლის გამოკითხვა შეაჯამა.
ხმის მიცემის შედეგად აღმოჩნდა, რომ ყველაზე კარგი გოლი ლეო მესის გაუტანია „სიტის“ კარში (2:0).
მეორე ადგილზე გავიდა „ლივერპულელი“ ტიაგო ალკანტარას შორეული გასროლა „პორტოსთან“ შეხვედრაში (2:0).
მხოლოდ მესამეა „ბაიერნის“ ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი, რომელმაც კიევის „დინამოს“ კარისკენ ზურგით მდგომმა მაკრატელა ზუსტად გაუშვა (2:1).
მოკლედ, ლევანდოვსკის წელს ცუდად გადაეკიდა მესი და თითქოს ფავორიტ პოლონელს არაფერსაც არ უთმობს.
GIPHY App Key not set. Please check settings