in

კიდევ გოლი, კიდევ გოლი, შეტევა, შეტევა: აი რატომ უნდა რონალდოს წასვლა

კრიშტიანო რონალდოს არ სურს ლეო მესის ჩამორჩეს ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირის წოდებისთვის რბოლაში.

The Athletic-ის ინფორმაციით, არგენტინელის გასწრება „მანჩესტერის“ ფორვარდისთვის მთავარი მოტივაციაა ახალი კლუბის ძიებისას.

რონალდოს სურს მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს და შეეცადოს პსჟ-ს შემტევს ჯგუფურ ეტაპზე გატანილი გოლებით გაასწროს. ამჟამად პორტუგალიელის მეტოქეს 3 გოლით მეტი აქვს გატანილი (76 / 73).

ცხადია კრიშტიანოს ისიც სურს, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გატანილი საერთო რაოდენობის გოლებითაც შეინარჩუნოს უპირატესობა: რონალდოს 140 გოლი აქვს გატანილი, მესის – 125.

სხვა ფაქტორები, რაც რონალდოს წასვლისკენ უბიძგებს, გახლავთ ტროფეების მოპოვების სურვილი და ოჯახური გარემოებები.

What do you think?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

ნაპოლი კიდევ ერთ ამბიციურ თავდამსხმელს ყიდულობს

არ შეიძლება ჩემზე ერთი დღე მაინც არ ილაპარაკოთ: რონალდომ ინსტაგრამზე პასუხის გასაცემად მოიცალა – კრიშტიანო, აქ არ გელიან!