ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი აბუაშვილი, რომელიც თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილია და ზაფხულს “პორტოს” შეუერთდა, პორტუგალიური კლუბის ასაკობრივ გუნდებში წარმატებით ასპარეზობს.
პორტუგალიის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მე-17 ტურის შეხვედრაში “პორტომ” “ჟილ ვისენტე” 6:0 გაანადგურა.
აბუაშვილი მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა და შესვლიდან 6 წუთში გოლიც გაიტანა, რითაც მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
შეგახსენებთ, აბუაშვილმა წინა წინა ტურის შეხვედრაში დუბლი მიითვალა. შუა კვირაში კი, ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ფერნანდო ტორესის მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ითამაშა.
GIPHY App Key not set. Please check settings