in ,

კრასნოდარს დინამოს 19 წლის ფეხბურთელის შეძენა სურს

რუსეთში შესაძლოა კიდევ ერთმა ქართველმა ფეხბურთელმა ითამაშოს. რუსული ტელეკომპანია “მატჩ პრემიერის” ინფორმაციით, “კრასნოდარს” თბილისის “დინამოს” ახალგაზრდა ნახევარმცველის ნოდარ ლომინაძის შეძენა სურს.

გავრცელებული ინფორმაცია რუსულ ტელევიზიას კრასნოდარში მცხოვრებმა ქართველმა საფეხბურთო ექსპერტმა ბესი თედორაძემ დაუდასტურა.

19 წლის ნოდარ ლომინაძე თბილისის “დინამოში” ოზურგეთის “მერცხალიდან” გადმოვიდა. ლომინაძე გასულ სეზონში საქართველოს ყველაზე ტიტულიანი საფეხბურთო გუნდის სამატჩო განაცხადში 6-ჯერ მოხვდა და მხოლოდ ერთხელ ითამაშა. “ტრანფერმარკეტი” ლომინაძეს 50 000 ევროდ აფასებს.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

მესი და რონალდო ისევ შეხვდებიან: ჩემპიონთა ლიგაზე გუნდები დაწყვილდნენ – დიდი ჯახის მოლოდინში

აბუაშვილმა პორტუგალიაში ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა