in ,

აბუაშვილმა პორტუგალიაში ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა

ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი აბუაშვილი, რომელიც თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილია და ზაფხულს “პორტოს” შეუერთდა, პორტუგალიური კლუბის ასაკობრივ გუნდებში წარმატებით ასპარეზობს.

პორტუგალიის 19-წლამდელთა ჩემპიონატის მე-17 ტურის შეხვედრაში “პორტომ” “ჟილ ვისენტე” 6:0 გაანადგურა.

აბუაშვილი მოედანზე 67-ე წუთზე შევიდა და შესვლიდან 6 წუთში გოლიც გაიტანა, რითაც მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

შეგახსენებთ, აბუაშვილმა წინა წინა ტურის შეხვედრაში დუბლი მიითვალა. შუა კვირაში კი, ახალგაზრდულ ჩემპიონთა ლიგაზე ფერნანდო ტორესის მადრიდის “ატლეტიკოს” წინააღმდეგ ითამაშა.

What do you think?

Written by Tato Nikuradze

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

GIPHY App Key not set. Please check settings

კრასნოდარს დინამოს 19 წლის ფეხბურთელის შეძენა სურს

სანდრო ბაზაძე ორლეანის შემადგენლობაში საფრანგეთის ჩემპიონი გახდა